Home » საზოგადოება » მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა
მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა

მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა

როგორც ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს, მიხეილ დუნდუა დღეიდან ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

ცნობისთვის:  მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერის ბრძანებით, მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა; მაშინ აღნიშნულ სამსახურს გიორგი თაბუაშვილი ხელმძღვანელობდა და თან ის, პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. აღნიშნული საკადრო ცვლილების შემდეგ, თაბუაშვილმა სამინისტრო დატოვა.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ვინაობას, როგორც bm.ge-ის სამინისტროში განუცხადეს, პოსტი ჯერჯერობით, ვაკანტურია.

წყარო: bm.ge

Share