Home » ახალი ამბები » მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნა 2018 წელს 11-ჯერ გაიზარდა
მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნა 2018 წელს 11-ჯერ გაიზარდა

მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნა 2018 წელს 11-ჯერ გაიზარდა

გასულ წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მიზნით შესაბამის უწყებას 11-ჯერ მეტმა მღვდელმსახურმა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ მიმართა, ვიდრე 2017 წელს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოითხოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 2016-2018 წლებში 7 286 მღვდელმსახურსა და სასულიერო სასწავლებელის მოსწავლეს გადაუვადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, თუმცა თუ 2016 წელს 426-მა მღვდელმსახურმა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ მოითხოვა გადავადება, 2017 წელს კი 553-მა, გასულ წელს ეს რიცხვი 11-ჯერ – 6 307 ადამიანამდე გაიზარდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მღვდელმსახურებში ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანი მოიაზრება, რომელიც შესაბამის დოკუმენტს წარადგენს.

Share