Home » საზოგადოება » მეშველიანი: ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე
მეშველიანი: ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე

მეშველიანი: ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე

„ძალიან პრინციპული და მწვავე დისკუსია გვქონდა პარლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ კობა გვენეტაძესთან“,- ამის შესახებ გოგი მეშველიანი აცხადებს.

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე.

„ჩვენი შეფასებით, ეკონომიკაში ლარის მიწოდება შეუსაბამოდ გაზრდილია, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. ეს, კი ეროვნული ბანკის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ გადავხედავთ და გავაანალიზებთ, საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტი, გზავნილები უცხოეთიდან, ტურისტების რაოდენობა საკმაოდ პოზიტიური დასკვნების საშუალებას გვაძლევს. ამასთან ერთად, რეგიონული ვალუტების გაცვლითი კურსის ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ ლარის კურსის დასტაბილურების რესურსი არსებობს და აბსოლუტურად გაუგებარია, თუ დროულად რატომ არ ხდება, ეროვნული ბანკის მიერ, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ეროვნული ბანკის განცხადებებს, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედ ფაქტორთაგან მთავარი – საგარეო ფაქტორები იყო. მიმდინარე წელს აბსოლუტურად განსხვავებული ტენდენციებია და ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით, დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ინფლაციის დასათრგუნად და ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა დეპუტატმა.

Share