Home » ეკონომიკა » მერსედეს ვერა მარტინესი: საქართველოს ეკონომიკას ზრდის კარგი მაჩვენებელი აქვს
მერსედეს ვერა მარტინესი: საქართველოს ეკონომიკას ზრდის კარგი მაჩვენებელი აქვს

მერსედეს ვერა მარტინესი: საქართველოს ეკონომიკას ზრდის კარგი მაჩვენებელი აქვს

საქართველოს ეკონომიკას ზრდის კარგი მაჩვენებელი აქვს. ჩვენ ვხედავთ ზრდას ექსპორტში, ფულად გზავნილებში, ტურიზმში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინესმა განუცხადა.

მისი თქმით, წელს საქართველოში 5.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

„2018 წელს ველოდებით 5.5 პროცენტიან ზრდას. შემდეგ წლებშიც მსგავსი მაჩვენებელია ნავარაუდევი. რაც შეეხება გარე ფაქტორებსა და მათ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად არსებობს გაურკვევლობა, გლობალური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა 0.2. პროცენტით 2018-2019 წლებში“, – განაცხადა მარტინესმა.

ამასთან, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. მონეტარული პოლიტიკა კი, ფასების სტაბილურობაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, გაატაროს პასუხისმგებლიანი და გონივრული პოლიტიკა და გაზარდოს ეკონომიკური მდგრადობა გარე შოკების მიმართ. მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს ფოკუსირებული ფასების სტაბილურობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაცვლითი კურსის მოქნილობასა და მომავალში საგარეო შოკებთან გასამკლავებლად რესურსების შექმნას“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინესმა.

Share