Home » ბიზნესი » მერიაში წლის ბოლომდე რესტორან „არაგვის“ ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის „არაგვის“ კონცეფცია შევა
მერიაში წლის ბოლომდე რესტორან „არაგვის“ ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის „არაგვის“ კონცეფცია შევა

მერიაში წლის ბოლომდე რესტორან „არაგვის“ ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის „არაგვის“ კონცეფცია შევა

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი მინდია გადაევი განმარტავს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელიც წლის ბოლომდე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განსახილველად შევა.

„ჩვენი წლევანდელი გეგმაა კონცეფციაზე შეთანხმება და ამაზე უკვე ვმუშაობთ“—აღნიშნავს გადაევი. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კონცეფცია მერიაში შეთანხმდება, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსისთვის ინვესტიციების მოზიდვაც გაადვილდება.

როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელება დაფინანსების არ არსებობის გამო გაურკვეველი ვადით იყო შეჩერებული. გადაევის ინფორმაციით, სიტუაცია შეიცვალა და თუ ადრე პროექტის შესახებ ინვესტორები მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ნაკლებად გამოთქვამდნენ, ახლა პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ინვესტორთან მიდის საუბარი.

საუბარია, ჯამში 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლის ათვისებაც, ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით უნდა მოხდეს. პროექტის ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

როგორც ცნობილია, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს. თავდაპირველად, ტერიტორიაზე Park   Hyatt Tbilisi-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა.

commersant

Share