Home » საზოგადოება » „მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო“
„მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო“

„მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო“

მე მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო, – ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის გუშინ „იმედის“ ეთერში მოსახლეობაში ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას, რომ „ეს ტენდენცია 2008 წლიდან დაიწყო და მოხდა ისე, რომ ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ დავიწყეთ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა.“

„სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, მთავარი კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას არის – რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკური ზრდის ქართული ოჯახების ჯიბეზე ასახვა, რატომ ვერ ხერხდება, რომ საშუალო ფენა ძალიან მცირე ტემპით იზრდება და რატომ ვერ ხერხდება, რომ ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ სიღარიბე. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომლებზეც უნდა იქნას პასუხები გაცემული და ამ კითხვებზე სწორი პასუხის შემთხვევაში ყველა სხვა კითხვები ცხადია, დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამოცანა უნდა იყოს, რომ ეკონომიკური ზრდა და სხვა პოლიტიკა აისახოს დადებითად თითოეული ოჯახის კეთილდღეობასა და მათ ჯიბეზე“, – განაცხადა ქადაგიძემ.

Share