Home » მსოფლიო » მეცნიერებმა მრავალჯერადი გამოყენების ტუალეტის ქაღალდი გამოიგონეს
მეცნიერებმა მრავალჯერადი გამოყენების ტუალეტის ქაღალდი გამოიგონეს

მეცნიერებმა მრავალჯერადი გამოყენების ტუალეტის ქაღალდი გამოიგონეს

ყაზახეთში მეცნიერებმა და ინჟინრებმა ერთობლივი მუშაობით მრავალჯერადი გამოყენების ტუალეტის ქაღალდი შექმნეს.

იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ბიუჯეტი საგრძნობლად დაიზოგება თუკი ასეთ ტუალეტის ქაღალდს გამოიყნებენ.

გარდა ამისა ქაღალდის დასამზადებლად ხეების ჭრაც შემცირდება.

ჰიგიენური ინოვაციის შესახებ ცნობა ყაზახეთის მუსლიმათა კავშირის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, მათი თქმით ქაღალდი დამზადებულია ისეთი ტექნოლოგიით, რომლის გამოყენებაც განუსაზღვრელი ვადით შეიძლება.

“ მისი გარეცხვა სარეც მანქანაში შეგიძლიათ, რამდენიმე წუთში კი ის ახალივით იქნება.” ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ პროდუქტი შეიქმნა კომპოზიციური მასალისა და ნანოტექნოლოგიების გამოყენებით, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი თუ როგორ გამოიყურება ეს მასალა და რა სახელწოდებისაა.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთი ტუალეტის ქაღალდი ნამდვილი რევოლიციაა ეკოლოგიურ სამყაროში.
მათი განმარტებით, ეს არამარტო დაზოგავს ოჯახის ბიუჯეტს, არამედ უამრავ ხეეს გადაარჩენს განადგურებას.
გარდა ამისა, მეცნიერები საუბრობენ, სპეციალური ჯიშის ბუჩქების გამოყვანაზე, რომლის ფოთოლიც იქნება ტუალეტის ქაღალდის წარმატებული ალტერნატივა.

e.dainteresdit.ge

Share