Home » საზოგადოება » „მე ვხედავ, რომ ქვეყნის მართვა არ არის ივანიშვილის და “ქართული ოცნების” საქმე“
„მე ვხედავ, რომ ქვეყნის მართვა არ არის ივანიშვილის და "ქართული ოცნების" საქმე“

„მე ვხედავ, რომ ქვეყნის მართვა არ არის ივანიშვილის და “ქართული ოცნების” საქმე“

“ჩემი აზრით, ეს არის კატასტროფა და ეს არის ისეთივე საშინელი და ქვეყნის დამღუპველი გადაწყვეტილება ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, როგორიც იყო ჩვენი პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ლავასაძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა. გადაცემის თემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება გახლდათ, რომლითაც საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

“მე გიდასტურებთ, რომ ბიძინა ივანიშვლის აი ამ ორი კარგი საქმისთვის, ქველმოქმედებისათვის და სააკაშვილის რეჟიმის მოშორებისათვის დიდ პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ ივანიშვილი, რა თქმა უნდა, თუ კანონს არ დაარღვევს და არ მჯერა რომ ის ამას იზამს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს დიდად დაფასებული, პატივცემული.  ის, მისი ოჯახი, მისი შთამომავლობა, ჩემს თვალში არის სამოქალაქო ქველმოქმედების ოჯახი და მან ეს საქმე უნდა გააგრძელოს. მას არანაირი საფრთხე ამ ქვეყანაში არ უნდა დაემუქროს. ქართულმა სახელმწიფომ გადაკვეთა რუბიკონი და საბოლოოდ დაადასტურა, რომ არის ქართველი ერის მტერი. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ბიძინასთვისვე უკეთესია და ჩემი აზრით, ის ამის მომხრეც არის, რომ რაღაცნაირად ჩამოეხსნას მართვის სადაავებს, ალბათ, რაღაცებს ქვეცნობიერად საამისოდაც აკეთებს. მე ვხედავ, რომ ქვეყნის მართვა არ არის ივანიშვილის და “ქართული ოცნების” საქმე. ამიტომ, ორი ზრი არ არის, რომ ეს მტრული აქტია ქართული გენოფონდის, ჩვენი ერის მიმართ. ყველა, ვინც ამას მხარს უჭერს, ისტორიაში შევა როგორც ქვეყნის მოღალატე. მე ქვეყნის მოღალატეობას ბიძანას ვერ დავწამებ აი იმ ორი დიდი საქმის გამო, რასაც ქველმოქმედება და ქვეყნიდან სააკაშვილის მოშორება ჰქვია. ამიტომ, ასეთ ფორმულირებას გთავაზობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გათავისუფლებული უნდა იყოს ქვეყნის მართვის სადავეებიდან. ათასი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ უზარმაზარ ქველმოქმედებას ეწევა და სისხლიანი ტირანი მოგვაშორა ქვეყნიდან, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის ეს ხალხი დამთავრდა, როგორც ქვეყნის მმართველები. ქვეყნის პრიორიტეტები არის სულ სხვაგან, ქვეყანა კატასტრფულ მდგომარეობაშია. საჭიროა გადაუდებელი მოქმედებები იმისთვის, რომ მკვეთრად, რადიკალურად აღიკვეთოს უკონტროლო იმიგრაცია ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოში, აუცილებლად უნდა გაევლოს მუსრი კაზინოებს და ბორდელებს, რაზეც მოფრინავენ ეს ბუზები ახლო აღმოსავლეთიდან და რადიკალური ცვლილებია გასატარაბელი ქვეყნის, პირველ რიგში, იდეოლოგიური მიმართულებით, გეოპოლიტიკური მიმართულებით და რა თქმა უნდა, ეკონომიკური მიმართულებით”, – აღნიშნა ვასაძემ.

სანდრო პირველი

Share