Home » საზოგადოება » „მძღოლის ვალდებულებაა მიკროავტობუსში ფეხზე 6 ადამიანზე მეტი არ იდგეს”
„მძღოლის ვალდებულებაა მიკროავტობუსში ფეხზე 6 ადამიანზე მეტი არ იდგეს”

„მძღოლის ვალდებულებაა მიკროავტობუსში ფეხზე 6 ადამიანზე მეტი არ იდგეს”

დღევანდელი მოცემულობით, მიკროავტუბუსს ვალდებულებაში აქვს, რომ 6 ადამიანზე მეტი ფეხზე არ უნდა დააყენოს, შესაბამისად ძალიან ბევრი შენიშვნა აქვთ მიღებული, ჯარიმები არის დაწერილი, ამას ჩვენ არ ვერიდებით, ყოველდღიურ რეჟიმში ვაძლევთ მითითებებს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

„იყო ის, რომ კონდიციორები უნდა ჩაერთოთ, არ რთავდნენ, გვიწევდა დაჯარიმება, მძღოლებს რამდენიმე კვირით და თვით სამსახურის დატოვება უწევდათ. მიკროავტობუსების მძღოლები ხელფასის გამომუშავებაზე არიან და პრეტენზია აქვთ, რომ ცვლილებები ხელფასზე აისახება, ამიტომ ხდება კომპანიას და მძღოლებს შორის კონფლიქტი. კომპანიას ხელს არ ვუშლით გააუჯობესონ სერვისი, პირიქით“- განაცხადა მუმლაძემ.
მუმლაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თბილისში მიკროავტობუსების გრძელი რეისები გაუქმედება. მუმლაძის თქმით, ეს საჭიროების მიხედვით მოხდება.

„ჩვენ არ ვიბრძვით მიკროავტობუსების წინააღმდეგ, მიკროავტობუსებმა უნდა გააუმჯობესონ თავიანთი სერვისი. ჩვენ ვამბობთ, რომ 530 ავტობუსი მუშაობს დედაქალაქში და 35 -მდე ხაზი აღსადგენია. ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. მოუმსახურებელი უბნები, რომლებიც არის, ასევე, რასაც გამოავლენს ფრანგული კომპანია გამოკითხვებით, კვლევებით დავიწყებთ ამ ხაზების აღდგენას, მოუმსახურებელი უბნების მომსახურებას.
მიკროავტობუსების რეისებს ჩვენ კი არ შევამცირებთ, თავად შემცირდება, გადახალისება მოუწევთ. არის კონკრეტული ფაქტები, სადაც MAN-ის ავტობუსები გავუშვით, მიკროავტობუსებმა ითხოვეს და რამდენი ხაზი მათი მოთხოვნით დამოკლდა. ამას ჩვენ ველოდებით. თუ არ განვითარდა და სერვისი არ შესთავაზეს, მათ მომხმარებელი არ ეყოლებათ“, – განაცხადა მუმლაძემ.

 

Share