Home » საზოგადოება » მდინარე „მტკვარი“ შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გამწმენდი ტექნიკით აღიჭურვოს
მდინარე "მტკვარი" შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გამწმენდი ტექნიკით აღიჭურვოს

მდინარე „მტკვარი“ შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გამწმენდი ტექნიკით აღიჭურვოს

პროექტის “იდეა მერს” ფარგლებში მოქალაქე გელა ხოხიაშვილი თბილისის მერიას მდინარე მტკვრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გამწმენდი ტექნიკით უზრუნველყოფის იდეით მიმართავს.

მისივე თქმით, აღნიშნული ტექნიკით უკვე სარგებლობენ მსოფლიოს არაერთ ქალაქში და ამავდდროულად არის საკმაოდ მარტივი და იაფი მოწყობილობა.

“მტკვარი საკმაოდ დაბინძურებული მდინარეა, თუმცა ყველაზე მეტად რაც თვალში გვხვდება არის მდინარეში ჩაყრილი პლასტმასის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგავი რომელიც ყოველდღიურად ხვდება წყალში და წყლის ზედაპირზე ტივტივებს. პოლიეთილენის ნაწარმს საკმაოდ დიდი დრო ჭირდება დასაშლელად და გარდა იმისა რომ გარემოს აზიანებს, ქალაქის იერსახესაც საკმაოდ ამახინჯებს ნარჩენებით დაბინძურებული მდინარე. ნარჩენები განსაკუთრებით თვალში მოსახვედრია ტურისტებით მდიდარ ტერიტორიაზე, სადაც მტკვარი მდორედ მიედინება და მთელი ნაგავი თავს იყრის (რიყე, მეტეხის მიმდებარე ტერიტორია) ამ ტერიტორიაზე ბორანით გადაადგილება შესაძლებელია, შესაბამისად შეიძლება ჩაუშვათ მოწყობილობა რომელიც მდინარეზე მოტოვტივე ნაგავს შეაგროვებს და შემდეგ შესაძლებელი გახდება მისი სანაგვეზე მოთავსება. აღნიშნული ტექნიკით უკვე სარგებლობენ მსოფლიოს არაერთ ქალაქში, ამავდდროულად არის საკმაოდ მარტივი და იაფი მოწყობილობა. იხილეთ მიმაგრებული ფოტო”, – წერს მოქალაქე ხოხიაშვილი.

მდინარე მტკვარის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გამწმენდი ტექნიკა

ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან.

“ბანკები და ფინანსებმა” მოიძია ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ მუშაობს აღნიშნული ტექნიკა.

#ভোরএই প্রযুক্তি আমাদের বাংলাদেশে নিয়ে আসা খুবই জরুরী।অসাধারণ ♥

Gepostet von Anees Javed am Dienstag, 28. November 2017

Share