Home » ფინანსები » მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა
მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა

მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა

2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, თებერვალში, ეროვნულ ვალუტაში ათას ლარამდე სესხის გაცემის 601 ათას 009 ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინ, როცა 2018 წლის თებერვალში 915 ათას 224 ხელშეკრულება იყო გაფორმებული. რაც შეეხება სესხების მოცულობას, მიმდინარე წლის თებერვალში 140 მილიონ 319 ათასი ლარის, 2018 წლის ამავე პერიოდში კი – 226 მილიონ 448 ათასი ლარის მოცულობის სესხი იყო გაცემული.

სებ-ის სტატისტიკით, თებერვალში ასევე შემცირდა ათასიდან 5 ათას ლარამდე სესხის გაცემის მაჩვენებლებიც. კერძოდ, თუ 2019 წლის საანგარიშო პერიოდში 5 ათას ლარამდე სესხის გაცემის 109 ათას 412 ხელშეკრულება გაფორმდა, გასული წლის თებერვალში მათი რაოდენობა – 137 ათას 680 იყო. სესხის მოცულობა ამ შემთხვევაშიც შემცირებულია, მიმდინარე  წლის თებერვალში ათასიდან  5 ათას ლარამდე გაცემული სესხების მოცულობამ – 230 მილიონ 655 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის თებერვალში – 277 მილიონ 496 ათასი იყო.

რაც შეეხება ამერიკული დოლარით გაცემულ სესხებს, ამ შემთხვევაშიც ათასიდან 5 ათას დოლარამდე სესხის გაცემის მაჩვენებლები შემცირებულია. კერძოდ, თუ 2019 წლის თებერვალში  მილიონ 642 ათასი დოლარის მოცულობის 659 სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში,  მილიონ 763 ათასი დოლარის 726 ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

თუმცა, ზრდა არის ამერიკული დოლარით ათას დოლარამდე სესხის გაცემის მაჩვენებლებში. სებ-ის სტატისტიკით, მიმდინარე წლის თებერვალში  მილიონ 503 ათასი დოლარის 21 ათას 713 ხელშეკრულება; 2018 წლის ამავე პერიოდში კი  მილიონ 393 ათასი დოლარის 18 ათას 331 სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

Share