Home » ეკონომიკა » მცირე მეწარმეებისთვის შეღავათების ამოქმედებიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახურში 200-ზე მეტი განაცხადი შევიდა
მცირე მეწარმეებისთვის შეღავათების ამოქმედებიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახურში 200-ზე მეტი განაცხადი შევიდა

მცირე მეწარმეებისთვის შეღავათების ამოქმედებიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახურში 200-ზე მეტი განაცხადი შევიდა

მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედებიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახურში მცირე მეწარმის სტატუსის მისაღებად 200 ზე მეტი განცხადება შევიდა. ამის შესახებ რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმაგანაცხადა.

მისი თქმით აქტივობა მცირე მეწარმეების მხრიდან მოსალოდნელზე მაღალია. რეფორმის შედეგად ეკონომიკურ ეფექტს ხელისუფლება მოგვიანებით ელოდება, თუმცა თაბუაშვილი დარწმუნებულია, რომ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვნად მცირდება და ეს იქნება სტიმული თვითდასაქმებულებისთვისჩრდილიდან გამოვიდნენ და მცირე მეწარმედ დარეგისტრირდნენ

ამ კუთხით მეწარმეების გააქტიურებას ელოდება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტიც. მიხეილ ჭელიძემ ამავე გადაცემაში განაცხადა რომ მეწარმეების დაინტერესება დიდია, თუმცა ამჯერად მათთვის მთავარ პრობლემად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

მისი თქმით ამ კუთხით უკვე დაწყებულია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის, საგარანტიო ფონდის შექმნა და ექსპორტის დაზღვევა. მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რომელიც 120 000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს ეხება პირველი ივლისიდან ამოქმედდა.

მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5 % -ის ნაცვლად დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

IMEDINEWS.GE

Share

About bachana jincharadze