Home » ბიზნესი » McDonald’s, 19 სექტემბერს, ყველას საჩუქარს გაუგზავნის
McDonald’s, 19 სექტემბერს, ყველას საჩუქარს გაუგზავნის

McDonald’s, 19 სექტემბერს, ყველას საჩუქარს გაუგზავნის

გლობალური კამპანიის (McDelivery Night) ფარგლებში, „მაკდონალდს საქართველომ“ გადაწყვიტა, 19 სექტემბერს, 24 საათის განმავლობაში, ყველა მომხმარებელს, ვინც „მაკდელივერის“ სერვისით ისარგებლებს, გემრიელი საჩუქრები გაუგზავნოს.

„McDelivery Night“, რომელიც საქართველოში წელს პირველად იმართება, მაკდონალდსის გლობალური კამპანიაა და 50-მდე ქვეყანაა ჩართული. კამპანიის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ დღე-ღამის მანძილზე მომხმარებლებს სხვადასხვა საჩუქარს სთავაზობს.

აქციაში ჩასართავად საჭიროა, 19 სექტემბერს ისარგებლოთ „მაკდელივერის“ სერვისით და შეუკვეთოთ „მაკდონალდსის“ ნებისმიერი პროდუქტი Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების საშუალებით“.

„მაკდონალდსი“ რესტორნების გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში ბრენდის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, მას შემდეგ, სხვადასხვა რეგიონში, კომპანია გეგმაზომიერად ფართოვდება – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.

Share