Home » ეკონომიკა » მათე გაბიცინაშვილი – განვითარების ეკონომიკური თეორია გვაქვს არასწორი
მათე გაბიცინაშვილი - განვითარების ეკონომიკური თეორია გვაქვს არასწორი

მათე გაბიცინაშვილი – განვითარების ეკონომიკური თეორია გვაქვს არასწორი

“განვითარების ეკონომიკური თეორია გვაქვს არასწორი”, – ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ანალიტიკოსი, მათე გაბიცინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ყველანაირ საერთაშორისო რეკომენდაციებს ვასრულებთ. შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მიხედვით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის სტატისტიკების მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ უკვე მერამდენე წელია. doing business რეიტინგში უკვე მე-15 წელია ვბრდღვნით ყველაფერს (ცოტაც და პირველზე გადავაჭრით), ვაჭრობის ლიბერალიზაციის მიმართულებით იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე რეკომენდაციებია. ფაქტიურად ჩვენ ვართ ეზო, რომელსაც ღობე არ გააჩნია. საფინანსო სისტემა იმაზე მეტად დერეგულირებული გვაქვს ვიდრე რეგიონის ქვეყნებს (ან ევროპულ ქვეყნებს), თუმცა მაინც მონოპოლიებია. გადასახადების სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში (!) არათუ რეგიონში მოწინავე ადგილზე ვართ.

და მაინც ასეთ დღეში ვართ. ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ წინ ვერ მივდივართ.

ორი შესაძლო არგუმენტია:

1. რასისტული – უბრალოდ ცუდი ერი ვართ.

2. განვითარების ეკონომიკური თეორია გვაქვს არასწორი, ყალბი და ფანატიკურ რწმენაზე დაფუძნებული, და არა რეალურ მონაცემებზე და რეალურ ცხოვრებაზე.

მე მეორე არგუმენტს ვიზიარებ. თუ თეორია არ მუშაობს, უნდა გამოვცვალოთ. ფიზიკაში ასე ხდება, ქიმიაში ასე ხდება, მხოლოდ ეკონომიკის სფეროა სავსე ბრმად მორწმუნეებით.

რა გავაკეთოთ? ყველაფერი გავაუქმეთ, ყველაფერი შევასრულეთ, მაგრამ მაინც ღირსება შელახულია მოსახლეობის უმრავლესობა.

ასე დიდ ხანს ვერ გავქაჩავთ. ავყირავდებით, რომლის ფასსაც ისევ დაბალი ფენები გადაიხდიან”, – წერს გაბიცინაშვილი.

Share