Home » მსოფლიო » მარკ ცუკერბერგი უმდიდრესი ადამიანების სიაში უკვე მესამე პოზიციაზე გადავიდა
მარკ ცუკერბერგი ამჟამად მესამე უმდიდრესი ადამიანია

მარკ ცუკერბერგი უმდიდრესი ადამიანების სიაში უკვე მესამე პოზიციაზე გადავიდა

მარკ ცუკერბერგი უმდიდრესი ადამიანების სიაში უკვე მესამე პოზიციაზე გადავიდა

Bloomberg–ის ინფორმაციით, Facebook–ის დამფუძნებელმა პარასკევს მილიარდერების სიაში წინ წაიწია. ახლა მისი ჯამური ქონება $81.6 მილიარდს შეადგენს, რითიც ის ლეგენდარულ ინვესტორს, უორენ ბაფეტს, $373 მილიონით უსწრებს.

ცუკერბერგმა მესამე ადგილი დაიმკვიდრა Bloomberg – ის მილიარდელების ინდექსში. Facebook–ის საფონდო ფასი წელს დაახლოებით 15%–ით გაიზარდა.

პირველად, სამივე ცოცხალი უმდიდრესი ადამიანი ტექნოლოგიური ტიტანები არიან. Amazon–ის ჯეფ ბეზოსი პირველ ადგილზეა ($141 მილიარდი), მეორეზე კი Microsoft – ის დამფუძნებელი ბილ გეითსია.

წელს ტექნოლოგიური კომპანიების საფონდო ფასები ძლიერ გაიზარდა. Netflix–ის ფასი გაორმაგდა, Amazon–ი 46%–ითგაიზარდა, Apple 11%–ით და Google 9%–ით.

ლინცი ბელმა, CFRA კვლევის ინვესტიციის სტრატეგისტმა გასულ თვეს განაცხადა, რომ ის საფონდო ბირჟაზე ტექნოლოგიური კომპანიების უფრო ძლიერ დომინანტობას მოელის მომავალ წელს.

ბაფეტი ასევე ემხორბა ამ მოსაზრებას. მან ამ წლის პირველ სამ თვეში დაახლოებით 75 მილიონის ღირებულების Apple–ის წილი შეისყიდა, რაც მის ხელთარსებულ 165 მილიონ წილს დაემატა.

ბაფეტი ყოვეელ წლიურად მილიარდობით დოლარს დებს ქველმოქმედებაში. ცუკერბერგი თავისი Facebook–ის წილების 99%–ის გასხვისებას დაანონსა.

ზაზა ხორბალაძე

Share