Home » ბიზნესი » მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟებაზე შესაძლოა შეღავათები მოიხსნას
მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟებაზე შეღავათი მოიხსნება

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟებაზე შესაძლოა შეღავათები მოიხსნას

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის მსურველებმა, შესაძლოა, განბაჟებისას 60%-იანი შეღავათით ვეღარ ისარგებლონ. ცვლილებებს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი თებერვალში დაიწყებს. კანონპროექტის თანახმად, განბაჟებას დაექვემდებარება მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილებიც, რომლებიც დღეისათვის აქციზის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებულები არიან.

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის დაწესებული შეღავათების 60-დან 20%-მდე შემცირებას მიესალმება “კავკასუს ავტო იმპორტის” გენერალური დირექტორი. როგორც გიორგი სურგულაძემ “პალიტრანიუსს” განუცხადა, ცვლილება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის კლებას გამოწვევს, რაც ბოლო პერიოდში მკვეთრად არის მომატებული.

Share