Home » ეკონომიკა » მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზზე შესაძლოა, შეღავათები გაუქმდეს
მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზზე შესაძლოა, შეღავათები გაუქმდეს

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზზე შესაძლოა, შეღავათები გაუქმდეს

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზის განაკვეთთან დაკავშირებული შეღავათები შესაძლოა, გაუქმდეს.

კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნინო წილოსანმა გააცნო.

პროექტით გათვალისწინებულია, რომ მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გამოანგარიშებული აქციზის გადასახადი 60%-ის ნაცვლად 20%-ით შემცირდება. შესაბამისად, მისი დამტკიცების შემთხვევაში ამ ავტომობილების სააქციზო მოსაკრებელი 40%-ით გაიზრდება.

დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონიათ. მათვე გამოთქვეს დაშვება, რომ არსებული შეღავათი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ნინო წილოსანის განცხადებით მსჯელობა შემდეგ მოსმენაზე განახლდება.

პროექტი მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთის 60%-ის ნაცვლად 20%-ით შემცირების შესახებ, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარედგინა პარლამენტს და საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირების მიზეზად მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შემცირება დასახელდა.

Share