Home » საზოგადოება » მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს ფარების გამოცვლა მოუწევთ
მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს ფარების გამოცვლა მოუწევთ

მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს ფარების გამოცვლა მოუწევთ

მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს 2020 წლიდან ფარების გამოცვლის ვალდებულება ექნებათ. „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, რომ ავტომფლობელებს სტიკერების გამოყენების უფლება გაქვთ 2020 წლამდე. ამის შემდეგ შემოდის ვალდებულება, რომ ფარები გამოიცვალოს.

“სამწუხაროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა სწორად ვერ აღიქვეს, რომ სტიკერი დაშვებული იყო როგორც გამონაკლისი, მიდიოდნენ ინსპექტირებაზე, აკრავდნენ სტიკერს, მაგრამ ცენტრიდან რომ გამოდიოდნენ, ისევ აძრობდნენ და შედეგი რეალურად არ დგებოდა. ამის გამო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტიკერები გარდამავალ პერიოდში – 2020 წლამდე იყოს დასაშვები. შესაბამისად, მომავალი წლიდან მარჯვენასაჭიანი და ზოგადად, ისეთი ავტომობილებისთვის, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის მძღოლის მხედველობის არეალს ზღუდავენ, სტიკერები ვეღარ გამოიყენება”, – აღნიშნა  რადიო „პალიტრის“ ეთერში იორდანიშვილმა.

Share