Home » ახალი ამბები » „მარიხუანას კულტივაციის კანონი შეჩერებულია და იმედია, მომავალში არ იქნება მიღებული“
„მარიხუანას კულტივაციის კანონი შეჩერებულია და იმედია, მომავალში არ იქნება მიღებული“

„მარიხუანას კულტივაციის კანონი შეჩერებულია და იმედია, მომავალში არ იქნება მიღებული“

მარიხუანას კულტივაციის კანონი შეჩერებულია და იმედია, მომავალში არ იქნება მიღებული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოტიკი, მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის.

„ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავერთიანდეთ რწმენით, სიყვარულით, სასოებით, სიკეთით. სიკეთე უნდა ვაკეთოთ და დაგვიბრუნდება. ამ ბოლო დროს თქვენ იცით მღელვარება იყო ჩვენს ერში კანონის გამო, რომელიც ეხება მარიხუანას. უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისა, უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი, მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, მომავალში არ იქნება ეს მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ისმინოს ჩვენი ლოცვა და უფალმა შთააგონოს ჩვენს ხელისუფლებას, რომ საჭიროა მისი გაწვევა. კურთხევა უფლისა თქვენზედა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

Share