Home » საზოგადოება » მარიამ ქვრივიშვილი: სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ
მარიამ ქვრივიშვილი: სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ

მარიამ ქვრივიშვილი: სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ

„სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ“ – რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

„2025 წლისთვის გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ამ სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ემასპინძლა 11 მილიონი საერთაშორისო მოგზაურისთვის და ჩვენს ეკონომიკაში 6.6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შემოსულიყო მხოლოდ ტურიზმიდან. ყველაფერი დაგეგმილად მიდიოდა და ვაჭარბებდით კიდეც შიდა გეგმებს, მაშინაც კი დიდი გამოწვევა იყო შემოსავლის გაორმაგება. სტრატეგიის მიხედვით, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საშუალო დანახარჯების გაზრდა, ასევე ღამის თენების საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა. ჩვენი ამ წლის გეგმა არის ის, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ინიცირებას ვუკეთებთ ახალ მიმართულებებს. საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობთ ქვეყნის შიგნით. სამეგრელოში ვიყავით და დავრწმუნდით,თუ როგორი დიდი პოტენციალი გააჩნია ამ რეგიონს. სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ.

სველი წერტილები უდიდესი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ერთია, სანიტარული ნორმების დარეგულირება და მეორეა, ის თუ ვინ უნდა მართოს, ბუნებრივია, რომ მართვითი ნაწილი კერძო სექტორის პრეროგატივაცაა , იმდენად, რამდენადაც იგი კომერციულად საინტერესო ბიზნეს მიმართულებას წარმოადგენს. მესამე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები.

საკმაოდ რთულია ამ გამოწვევის დაძლევა, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ყველა სტრუქტურა ჩართულია და იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალი წლისთვის სველი წერტილების პრობლემა მეტნაკლებად უკვე იქნება დარეგულირებული.

ტურიზმის სექტორის განვითარების მთავარი ფაქტორი ამ ეტაპზე არის ის, რომ მაქსიმალურად შევასუსტოთ ის დანაკარგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და კერძო სექტორს უდგას ფინანსური ზარალის კუთხით,“ – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

“კომერსანტი”

Share