Home » საზოგადოება » მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა
მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება.

შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: “მშობლიურო ჩემო მიწავ” ერთი სტროფი წაიკითხა.

Share