Home » საზოგადოება » მამუკა ხაზარაძე – თუ არ უნდა ვიყოთ ანაკლიის პროექტში, კაცურად გვითხარით და გავიგებთ
მამუკა ხაზარაძე - თუ არ უნდა ვიყოთ ანაკლიის პროექტში, კაცურად გვითხარით და გავიგებთ

მამუკა ხაზარაძე – თუ არ უნდა ვიყოთ ანაკლიის პროექტში, კაცურად გვითხარით და გავიგებთ

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვენლოვანია, თუმცა მეორე მხრივ, მიდის მათი იმიჯის დისკრედიტაცია სწორედ იმ ბანკებთან, რომლებიც მათი პარტნიორები არიან და რომელთან ერთადაც ხელი უნდა მოეწეროს მაისს-ივნისში 600 მილიონიან პაკეტის დახურვას.

ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

„მათ (ბანკებმა) პირდაპირ თქვეს, რომ ვერ გააფორმებენ ჩვენთან ხელშეკრულებას, ვინაიდან არსებობს უამრავი თემა, რომელიც სანამ არ დაიხურება და ნათელი არ მოეფინება ამ სიტუაციას, ვერ მოხდება. თუ ამოცანა სხვა არის, რომ თუ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში მაგიც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა, არ არის სწორი, არც ადამიანურად“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

Share