Home » საზოგადოება » მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს
მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

“მომდევნო ორ დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღსა და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე შეგატყობინებთ თუ როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ იქნება ასევე უახლოეს ხანში.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ჩვენ არც გვქონია კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც იცით გიორგი წავიდა პოლიტიკიდან, ის მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში და არანაირი კონსულტაცია მასთან ჩვენ არ გვქონია“.

Share