Home » ბიზნესი » მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებენ.

ბიზნესმენების კუთვნილი „ვაზისუბნის მამული“ საწარმოს ასაშენებლად სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიამ, სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე, საინვესტიციო პირობებით, 84 000 ლარად იყიდა.

უკვე ცნობილია, რომ საწარმო ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს.

კომპანია ,,ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წელს დააფუძნეს.

კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ითვალისწინებს განახლებულ ნაფუძნარზე ძლიერი სამეღვინეო-ტურისტული ცენტრის შექმნას. შპს „ვაზისუბნის მამულის“ კომპანიად ჩამოყალიბება უკავშირდება სულხან ჭავჭავაძის სამეურნეო და კულტურული ტრადიციების აღდგენის პროცესს, რომელიც 2011 წელს დაიწყო.

კომპანია ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს  2 ბრენდით „ვაზისუბნის მამული“ და Georgian Sun – აწარმოებს. აქვს საკუთარი ვენახები და ქართული ღვინო მსოფლიოს 5 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.

GBC.GE

Share