Home » ახალი ამბები » მამუკა გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში ბრუნდება
მამუკა გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში ბრუნდება!

მამუკა გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში ბრუნდება

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ვიხილავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის მორაგბის გამოშვებას „ტულონის“ პრეზიდენტი მურად ბუჯელალიც დათანხმდა, რომელთან მოლაპარაკებებიც ქართულმა მხარემ აწარმოა, თუმცა ტოპ 14-ის უახლოეს ორ ტურში ის „ტულონის“ განკარგულებაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 71 კეპი და 26 ლელოა. მას სამ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები.

გაცნობებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და ის იაპონიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.

Share