Home » საზოგადოება » მამუკა ბახტაძე – გპირდებით, რომ 2022 წელს პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება
მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ 2022 წელს პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

მამუკა ბახტაძე – გპირდებით, რომ 2022 წელს პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

ჩვენ შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით მინიმუმ 150 ლარით, შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და გპირდებით, რომ 2022 წელს, საქართველოში პედაგოგების მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქვეყანას, რომელიც პედაგოგის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, არათუ მომავალი არ ექნება, შეიძლება თავისი წარსულიც დაკარგოს.

„ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, რომ საქართველოში, სადაც ხელფასები ისედაც დაბალია, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც დაბალია და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. როგორც შეგვპირდით, ჩვენ შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით მინიმუმ 150 ლარით, შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და 2022 წელს გპირდებით, რომ მინიმალური ხელფასი პედაგოგისთვის საქართველოში იქნება 1500-დან 1800 ლარამდე.

მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მასწავლებლებს. განსაკუთრებით მინდა მოვეფერო ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობასი ასეთი მწირი, ხშირ შემთხვევაში დაფინანსების არქონის პირობებშიც კი შეძლეს და მოიტანეს ჩვენამდე დღევანდელი განათლების სისტემა, რომელსაც სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ინვესტიციები, ახალი ხედვა და ჩვენ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

Share