Home » ახალი ამბები » მამუკა ბახტაძე – ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ
მამუკა ბახტაძე - ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ

მამუკა ბახტაძე – ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ

ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

Share