Home » მსოფლიო » მაიქლ ბლუმბერგი, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში ტრამპის მეტოქე იყოს
მაიქლ ბლუმბერგი, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში ტრამპის მეტოქე იყოს

მაიქლ ბლუმბერგი, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში ტრამპის მეტოქე იყოს

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მილიარდერი, მაიქლ ბლუმბერგი შეუერთდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბლუმბერგს საპრეზიდენტო კანდიდატად „დემოკრატები“ წარადგენენ.

როგორც მისი პრესსპიკერი აცხადებს, ნიუ-იორკის ყოფილი მერი დარწმუნებული არაა, რომ უკვე დასახელებული კანდიდატები შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხონ.

„დემოკრატების“ მხრიდან, ტრამპის სავარაუდო მეტოქეებად 17 კანდიდატი განიხილება. მათ შორის არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეთ ვორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი.

ბლუმბერგის წარმომადგენლის თქმით, „ახლა მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ტრამპის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ მაიქლ ბლუმბერგი შეშფოთებულია, რომ არსებული კანდიდატები ამას ვერ შეძლებენ“.

ipn.ge

Share