Home » საზოგადოება » მაიკ პომპეო – მე გამოვხატე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს
მაიკ პომპეო - მე გამოვხატე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს

მაიკ პომპეო – მე გამოვხატე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს.

როგორც მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან.

„საბოლოოდ, მე გამოვხატე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან. ის მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველოს განვითარება, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს, საბჭოთა კომუნიზმის თითქმის საუკუნოვანი გავლენის შემდეგ, ამტკიცებს, რომ ის სწორ გზაზე დგას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ გზაზე თქვენი კარგი პარტნიორები ვართ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ თანამშრომლობა უნდა განაგრძონ.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშროლობა, რათა თავიდან ავირიდოთ მიღწევების დაკარგვის რისკი და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად არის დაკავშირებული დასავლეთთან“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდა.

Share