Home » მსოფლიო » მაიკ პომპეო – აშშ-ს ირანთან ომის თავიდან აცილება სურს
მაიკ პომპეო - აშშ-ს ირანთან ომის თავიდან აცილება სურს

მაიკ პომპეო – აშშ-ს ირანთან ომის თავიდან აცილება სურს

აშშ-ს ირანთან ომის თავიდან აცილება სურს და სპარსეთის ყურეში დამატებითი ჯარების განთავსება მხოლოდ “შემაკავებველი და თავდაცვითი“ ზომაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„ჩვენი მისია ომის თავიდან აცილებაა. ნახეთ, რა განაცხადა მინისტრმა ესპერამ პარასკევს. რეგიონში დამატებით ძალებს ვაგზავნით, რაც მხოლოდ შემაკავებველი და თავდაცვითი ზომაა.

თუ ეს შემაკავებელი ზომები უშედეგო იქნება, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი საჭირო ზომების განხორციელებას დაიწყებს,“ – განაცხადა პომპეომ Fox News-თან საუბარში.

Share