Home » მსოფლიო » მაიკ პომპეო – არ გვინდა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები რუსულ გაზზე იყვნენ დამოკიდებულები
მაიკ პომპეო - არ გვინდა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები რუსულ გაზზე იყვნენ დამოკიდებულები

მაიკ პომპეო – არ გვინდა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები რუსულ გაზზე იყვნენ დამოკიდებულები

„არ გვსურს, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები დამოკიდებულები იყვნენ რუსულ გაზზე პროექტ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გამო. ჩვენ თავად არ გვსურს ვიყოთ დამოკიდებულები ვენესუელადან ნავთობის იმპორტზე“, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჰიუსტონში ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზოგიერთი ქვეყანა თავის ენერგორესურსებს მავნებლური მიზნებისთვის იყენებს და არა კეთილდღეობის განვითარებისთვის, როგორც ამას ჩვენ დასავლეთში ვაკეთებთ. ჩვენ ვახორციელებთ არა მხოლოდ ამერიკული ენერგორესურსების ექსპორტს, გადავცემთ მეგობრებსა და პარტნიორებს ჩვენი ღირებულებების სისტემას. რაც უფრო მეტად განვახორციელებთ თავისუფალი მეწარმეობის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის ექსპორტს, მით უფრო წარმატებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და მით უფრო უსაფრთხოდ იქნება ამერიკელი ხალხი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გაზსადენ „ჩრდულოეთ ნაკადის 2-ის“ მშენებლობა და გერმანიას მისი შეჩერებისკენ მოუწოდა.

Share