Home » საზოგადოება » მაია ბითაძე – ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს
მაია ბითაძე - ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს

მაია ბითაძე – ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს

დედაქალაქის მერია „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვას აპირებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მერია უკვე მუშაობს.

„ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია „სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს“, – განაცხადა ბითაძემ.

Share