Home » ბიზნესი » მაგთიკომის აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა
მაგთიკომის აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა

მაგთიკომის აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა

მაგთიკომი სატარიფო პოლიტიკას დღეიდან ცვლის, თუმცა გარკვეული შესწორებით. კერძოდ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 18.02.2019-დან ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას მიიღებთ შეუზღუდავად.

ანგარიშზე თანხის ამოწურვისას ნომერი გაითიშება ცალმხრივად და შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებს მიიღებთ 150 დღის განმავლობაში;

ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 151-ე დღეს ნომერი გაითიშება ორმხრივად, ხოლო ორმხივად გათიშვიდან 30 დღეში (თუ არ შეივსო ანგარიში) ნომერი გაუქმდება.

ნომრის მომსახურების 180 დღის საფასური – 1 ლარი.

 

Share