Home » ბიზნესი » „მაგთი“ ჩვენს ძარცვას აგრძელებს“ – მობილური კომპანიით უკმაყოფილო აბონენტები და გაძვირებული ტარიფები
„მაგთი“ ჩვენს ძარცვას აგრძელებს“ - მობილური კომპანიით უკმაყოფილო აბონენტები და გაძვირებული ტარიფები

„მაგთი“ ჩვენს ძარცვას აგრძელებს“ – მობილური კომპანიით უკმაყოფილო აბონენტები და გაძვირებული ტარიფები

„მაგთის“ აბონენტები ოპერატორის მომსახურებას შემომავალი ზარებისთვის უფრო იყენებენ – მიზეზად მაღალ ტარიფს ასახელებენ. ასეთ კომენტარს, მობილური ოპერატორების მომხმარებლები ტარიფებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე აკეთებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 წელზე მეტია „მაგთის“ აბონენტი ვარ“ ვერ ვეტყვი, რომ მიყვარს, პირიქით მათზე ძალიან გაბრაზებული ვარ“, – ამის შესახებ „პირველს“ „მაგთის“ აბონენტმა ირაკლი გაბელაიამ უთხრა.

„მობილურ ინტერნეტზე ფასები იმაზე მეტად გაძვირდა, ვიდრე წარმომედგინა. წესით, კომპანია უნდა ფიქრობდეს, რომ არ დაკარგოს ერთგული აბონენტები, მაგრამ აბა რა გითხრათ. ძალიან უკმაყოფილო ვარ მათი საფასო პოლიტიკით“, – უთხრა „პირველს“ გაბელაიამ.

„მაგთის“ მიერ ტარიფების გაზარდამ კომპანიის აბონენტებს შორის უკმაყოფილოთა რაოდენობა გაზარდა.

კომპანიის აბონენტები, ძირითადად, მობილური მეგაბაიტების ზედმეტად გაძვირებაზე აკეთებენ აქცენტს.

“მაგთის” მიმართ უკმაყოფილო აბონენტის გაბრაზებულ არაერთ პოსტს ნახავთ სოციალურ ქსელშიც. რა შენიშვნები აქვთ მაგთის აბონენტებს, რას აპროტესტებენ ისინი და რამდენად მისაღებია „მაგთის“ სატარიფო პოლიტიკა მათთვის…

აღნიშნული „პირველმა“ გაარკვია.

კომპანიისგან განაწყენებული აბონენტი ლევან ბეგლარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ვიზრუნებ, რომ აქ ვინც თქვენს სერვისს გაიყვანს, ყველა გადავიდეს კონკურენტზე“.

„MagtiCom – მაგთიკომი მოდი ამ ბედობა დღეს, თვქენი დედა….. იმიტომ რომ ფეხებზე დაიკიდეთ ახალ წლამდე 4 დღე რომ ვრეკე, მერე წელსაც რომ ვრეკავ და 4 იანვარს მოვალთო. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ხომ იწერთ ზარებს, ხოდა ესეც დასქრინეთ. თქვენი დედას … და კიდევ გია ჯოხთაბერიძის დედა …. ბონუსად. როგორც კი სხვა პროვაიდერი გაჩნდება აქ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ისევე დაგიკიდებთ როგორც თქვენ. ასევე ვიზრუნებ რომ აქ ვინც თქვენს სერვისს გაიყვანს ყველა გადავიდეს კონკურენტზე.

მუდამ თქვენი პირველი აბონენტი“, – წერს ბეგლარიშვილი.

კომპანიის აბონენტი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე „მაგთის“ ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანიას უწოდებს.

„სერვისი ისედაც არ გივარგათ, ახლა ფილმების ყველა არხი ამოიღეთ, კონტრაქტი ვერ გავაგრძელეთ, რაში მახდევინებთ ფულს?!“, – წერს სერგო ჩიხლაძე.

P.S. მაშინ, როდესაც სხვა მობილური ოპერატორები არ აპირებენ ფასების ზრდას, „მაგთი“ გაძვირებული ინტერნეტპაკეტებით „ანებივრებს“ ერთგულ მომხმარებლებს…

ერთი რამ ცხადია, კომპანიიდან „დიდი პორტირება“ უკვე დაწყებულია.

წყარო: pia.ge

Share