Home » მსოფლიო » “მადონას სერვიზი” და 90-იანების მაგიდის გადასაფარებელი – დემნა გვასალიას კიდევ ერთი 90-იანების ჰიტი
"მადონას სერვიზი" და 90-იანების მაგიდის გადასაფარებელი - დემნა გვასალიას კიდევ ერთი 90-იანების ჰიტი

“მადონას სერვიზი” და 90-იანების მაგიდის გადასაფარებელი – დემნა გვასალიას კიდევ ერთი 90-იანების ჰიტი

მაგიდის გადასაფარებლები, რომლებიც 90-იან წლებში სავარაუდოდ, ყველა ოჯახში იყო, დემნა გვასალიამ მსოფლიოს უნდა ჩააცვას. ის Vetements-ის ბრენდის ქვეშ კიდევ ერთ 90-იანების ჰიტს სთავაზობს ჩასაცმელად.

მაგიდის გადასაფარებლების დიზაინით შექმნილ ფეხსაცმელებს Demna Gvasalia Daily ავრცელებს. თანაც, გვერდი კიდევ ერთ აქსესუარს ავრცელებს “ბალენსიაგას” ბრენდის ქვეშ – სამაჯურებს “მადონას სერვიზის” დიზაინით. 

VETEMENTS-ი დემნა გვასალიამ 2014 წელს დააფუძნა. მისი პროდუქცია ძირითადად, საქართველოს 90-იანების თემითაა შთაგონებული, ფასები კი კოლოსალურია. დემნა გვასალია ასევე, ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.

Share