Home » ბიზნესი » m3 – დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან

m3 – დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან

„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. 11,5 ჰექტარზე დაგეგმილი თანამედროვე უბნის მშენებლობაოთხ ფაზადაა დაყოფილი. პირველი მოსახლეები გასაღებს 2021 წელს მიიღებენ, 2024 წელს კი უბანი ბოლომდე დასრულდება.

მალექალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. სწორედ ასეთია m2ის ახალი გამოწვევა, რომლის განხორციელებასაც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. გამოწვევა m3-ია – დეველოპმენტის ახალი განზომილება, საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე.

ახალი უბნის ისტორიის წერა უკვე დაასრულა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია ZGF-მა (ZimmerGunsulFrascaPartnership), რომელიც ბაზარზე გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ოპერირებს და მსოფლიოში სფეროს ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, 2016 წელს ის აშშ-ს საუკეთესო არქიტექტურულ კომპანიად დაასახელეს.


ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ამერიკულმა კომპანიამ სპეციალურად m2-სთვის არქიტექტორთა, ურბანისტთა და დენდროლოგთა გუნდი შეკრიბა. ამერიკელი სპეციალისტებისთვის თბილისის ლანდშაფტური და ურბანული თავისებურებების უკეთესად გასაცნობად და გასარკვევად, m2-მა კიდევ ერთი, ამჯერად უკვე ადგილობრივი კომპანია House Art დაიქირავა, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. კოლაბორაცია წარმატებით შედგა.

„მომხმარებელს ვთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია, რადგან კონკრეტული ფართობის ბინის გარდა, ჩვენი კლიენტი იღებს საერთო მოხმარების უამრავ ობიექტს, მათ შორის, კეთილმოწყობილ სარეკრეაციო ზონას ტყე-პარკის სახით. ეს არის სრულიად ინოვაციური, დეველოპმენტის ახალი ხედვა, როგორც პროდუქტის მხრივ, ასევე მომსახურების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას უბნის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის აჩქარებული ქალაქის რიტმს და მის გამოწვევებს, ახალი პროექტი მომხმარებელს ბინის გარეთ, ურთიერთობებსა და კომფორტზე მორგებულ ცხოვრებას სთავაზობს, რაც მას დროისა და ენერგიის დაზოგვაში, ასევე, სოციალიზაციასა და ჯანსაღად ცხოვრებაში დაეხმარება“, – ამბობს შორენა დარჩიაშვილი, „m2უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.

Share