Home » ბიზნესი » m2-ის ახალ ობლიგაციებზე 3 მილიონიანი გარიგება დაიდო
m2-ის ახალ ობლიგაციებზე 3 მილიონიანი გარიგება დაიდო

m2-ის ახალ ობლიგაციებზე 3 მილიონიანი გარიგება დაიდო

m2-ის ახალ ობლიგაციებზე 3 მილიონიანი გარიგება დაიდო.

საფონდო ბირჟაზე 29 იანვარს დალისტულ “მ2 კომერციული ქონებების“ ($M2C01L)  ფასიან ქაღალდებზე დიდი მოთხოვნაა.

7 თებერვალს 2 900 ობლიგაციაზე დაიდო გარიგება. ინვესტორმა, რომელის ვინაობა უცნობია, კომპანიის ფასიან ქაღალდებში 2,922,040 დოლარი ჩადო.

„მ2 კომერციული ქონებებმა“  3 წლიანი, 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა.

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა 7.5%-ით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 31 დეკემბერი.

Share