Home » ბიზნესი » m² წავკისში საცხოვრებელი უბნის მშენებლობას იწყებს

m² წავკისში საცხოვრებელი უბნის მშენებლობას იწყებს

 „m² უძრავი ქონება“ წავკისში საცხოვრებელი უბნის მშენებლობას იწყებს და განსხვავებული ცხოვრების სტილის მოყვარულ მომხმარებლებს ქალაქთან ახლოს  კერძო სახლების კომპლექსს სთავაზობს.

კომპანია m² დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს.  ახალი  საცხოვრებელი უბანი უნიკალურია მისი კონცეფციით და მდებარეობით, სადაც თქვენ თავისუფლების მოედნიდან მანქანით სულ რაღაც 10 წუთში მოხვდებით.  მობინადრეებს სახლები  დასრულებული სახით – რემონტით, სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდებათ.

ახალი უბნის მშენებლობაში გათვალისწინებული იქნება თანამედროვე და განსხვავებული მიდგომები: მნიშვნელოვანია, როგორც არქიტექტურა, ისე უბნის საერთო მოხმარების სივრცეც, რომელსაც ექნება საცურაო აუზი, ბარი, საბავშვო და გასართობი სივრცეები.

ამ ეტაპზე წავკისის საცხოვრბელ უბანში გაყიდვაში 40 სახლია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთ თვეში დამატებით 42 ნაკვეთის გაყიდვა იგეგმება, სადაც შედარებით მცირე სახლების დაკომპლექტებაა გათვალისწინებული.  კერძო სახლების ჩაბარება 2021 წლის ზაფხულში იწყება, უბნის მშენებლობა კი, 2021 წლის ბოლოს სრულდება.

m² -ის წავკისის უბანი 82 ნაკვეთზე განთავსებული 82 საცხოვრებელი სახლისგან იქნება დაკომპლექტებული. თითოეული მიწის ნაკვეთის ფართი 328 კვ.მ -დან – 502 კვ.მ-მდე, ხოლო მასზე განთავსებული სახლის საერთო ფართი 220კვ.მ-დან  380 კვ.მ-მდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, რომ სახლები  ორი ნაწილისგან შედგება – საცხოვრებელი ფართი, რომელიც მოიცავს საძინებლებს, სამზარეულოს, მისაღებს და ა.შ. და ჰობის სივრცე  ფანჯრებით და განათებით, სადაც შეიძლება გაკეთდეს საბილიარდო, მარანი და ა.შ.   ყველაზე პატარა სახლის საცხოვრებელი ფართი  125 კვ.მ -დან,  მთლიანად კერძო სახლის კი 220 კვ.მ-დან იწყება.

Share