Home » ბიზნესი » ლუკოილი: ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართის აღებაზე მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ლუკოილი: ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართის აღებაზე მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ლუკოილი: ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართის აღებაზე მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კახა კალაძე წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად ემზადება – თბილისში, ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოება უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუმცა რა დაუჯდება მერიას ავტოგასამართი სადგურების მფლობელებისგან ადგილების გამოსყიდვა უცნობია.

ბენზინგასამართი სადგურის აღების საკითხზე მოლაპარაკებებს ადასტურებს  “ლუკოილ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე.

 „მერიასთან შეხვედრა დღეს არ გვქონია, თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც საუბარი დაიწყო ამ თემაზე“, – აცხადებს მიშველაძე და აღნიშნავს, რომ დეტალებზე  მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კონსულტაციები და საკითხის განხილვა  დასრულდება.

მიშველაძე არც იმაზე  საუბრობს მიიღო თუ არა კომპანიამ მერიისგან ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზება.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ბენზინგასამართი სადგურების გადატანისა და გზის გაფართოვების პროექტის დაწყება უახლოეს მომავალში დააანონსა.

GBC.GE

Share