Home » მსოფლიო » ლუკაშენკომ ბელორუსიაში კომუნალურ გადასახადებზე განაკვეთები 2-ჯერ შეამცირა
ლუკაშენკომ ბელორუსიაში კომუნალურ გადასახადებზე განაკვეთები 2-ჯერ შეამცირა

ლუკაშენკომ ბელორუსიაში კომუნალურ გადასახადებზე განაკვეთები 2-ჯერ შეამცირა

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2-ჯერ შემცირდა კომუნალური გადასახადები ქვეყანაში.

ბელორუსიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის განკარგულებას, რომელშიც 14 ტიპის კომუნალური გადასახადების ტარიფებია განსაზღვრული, აქედან 6 ტიპის კომუნალურ გადასახადზე ტარიფები შემცირდა.

იმისთვის, რომ შეუმცირდეს მოსახლეობას კომუნალურებზე დანახარჯები, ლუკაშენკოს ახალი ბრძანებულებით, წყალმომარაგებაზე გადასახადი 1,7-ჯერ შემცირდა.

მომსახურების საფასურის უფრო ობიექტური განსაზღვრის მიზნით, რომლის ღირებულება განისაზღვრება ბინაში მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით, განკარგულება ადგენს იმ განაკვეთს, რომელიც ითვალისწინებს ლიფტის გამოყენებისა და დამხმარე სათავსოების დასუფთავების გადასახადის შემცირებას.

გადასახადი უმცირდებათ კომერციული ფართების მფლობელებსაც.

სანდრო პირველი

წყარო

Share