Home » მსოფლიო » ლუდის ბაზარზე კანაფის შემცველი ლუდი გამოჩნდა
ლუდის ბაზარზე კანაფის შემცველი ლუდი გამოჩნდა

ლუდის ბაზარზე კანაფის შემცველი ლუდი გამოჩნდა

კანადურმა სტარტაპ კომპანიამ ალკოჰოლის ალტერნატივად კანაფის შემცველი ლუდის წარმოება დაიწყო

კანადურმა სტარტაპ კომპანია Province Brands-მა, რომელიც ტორონტოშია დაარსებული, ალკოჰოლის ალტერნატივად კანაფის შემცველი ლუდის წარმოება დაიწყო. კომპანია ლუდის ხარშვისას იყენებს კანაფის მცენარის ღერეობსა და ფესვებს.

როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, მსგავსი ტიპის ლუდის წარმოება საკმაო სირთულესთან იყო დაკავშირებული და თავიდან კანაფის შემცველ ლუდს ძალიან ცუდი გემო ჰქონდა. მათივე განცხადებით, ისინი აპირებენ დალევის კულტურის შეცვლას და ეს ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია.

მართალია კანადურ ლუდის ბაზარზე არსებობს უკვე ლუდი, რომლის მოხარშვისას პურის ქერქთან ერთად კანაფის ზეთი გამოიყენება, თუმცა წარმოების მსგავსი ხერხი, რომელიც Province Brands-მა გამოიყენა, პირველია.

აღსანიშნავია, რომ ივნისის თვეში, კანადაში მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია. კანონი სენტაში მიიღეს, 52ხმა 29 ხმის წინააღმდეგ და ის ძალაში მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან შევა. ამით კანადის ხელისუფლებამ დაამთავრა მარიხუანასთან დაკავშირებული 90 წლიანი აკრძალვა.

dailymail.co.uk

ბაჩო ჯინჭარაძე

Share