Home » საზოგადოება » ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი იზრდება
ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი იზრდება

ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დილიდან იზრდება. ამ დროისთვის ერთი აქციის ფასი 13 გირვანქა სტერლინგს აღემატება. ღირებულება დაახლოებით 5.5 პროცენტით არის გაზრდილი.

პარასკევს ერთი აქციის ფასი 12.42 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, რაც 2016 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. გენერალურ პროკურატურაში 24 ივლისს გამართულ ბრიფინგამდე კი, აქციების ფასი დაახლოებით 15 გირვანქა სტერლინგი იყო.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ „თიბისი ჯგუფში“ ხელმძღვანელ თანამდებობებს დატოვებენ, რათა ბანკის აქციონერები და ინვესტორები მეტად არ დაზარალდნენ.

1tv.ge

Share