Home » ბიზნესი » ლისი დეველოპმენტი უკრაინის ბაზარზე შევიდა
ლისი დეველოპმენტი უკრაინის ბაზარზე შევიდა

ლისი დეველოპმენტი უკრაინის ბაზარზე შევიდა

ლისი დეველოპმენტმა კიევის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრში „IQ Center” წარმომადგენლობა გახსნა. ახალიგაყიდვების ოფისი დაინტერესებულ პირებს უკვე დღეიდან მოემსახურება.

უკრაინულ ბაზარზე კომპანია თავისი სამი უმსხვილესი პროექტით შევიდა, ესენია: საცხოვრებელი კომპლექსი  მწვანექალაქი ლისზე, კურორტი კოხტა-მიტარბი ბორჯომის მუნიციპალიტეტში და ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზეკურორტი ბუკნარი.

კომპანიის პრეზენტაცია კიევში, სასტუმრო ჰილტონში გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს კომპანიის პროექტებიდა 8 წლიანი ისტორია გააცნეს.

ლისი დეველოპმენტი 2010 წელს დაარსდა და მას შემდეგ ახორციელებს ლისის ტბის მიმდებარედ 400 ჰექტარისგანაშენიანებას. კომპანიამ ოპერირება უძრავი ქონების ბაზარზე განსხვავებულად დაიწყო და დაამკვიდრა ინოვაციურიპრინციპი 80/20, რომელიც გულისხმობს კომპანიის პროექტებში, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ,ხოლო დანარჩენი 80%-ის გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მოსაწყობად. ლისი დეველოპმენტი საწყისი ეტაპიდანიქცა ქვეყნის ლიდერი და დაამკვიდრა მწვანე მიდგომები უძრავი ქონების სფეროში.

მწვანე ქალაქი ლისზე კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტია. მრავალფუნქციური   კომპლექსი თბილისში აერთიანებს:საცხოვრებელ აპარტამენტებს, დუპლექსებს, თაუნჰაუსებს და საკუთარ სახლებს – ვილებს. პარკებს, საცურაო აუზსა დაფიტნეს დარბაზს. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო და  გასართობი ზონები. ღია და დახურული პარკინგი. პროექტისარქიტექტურა გამორჩეულია დაბალი განაშენიანებით, ბეტონის ხისა და აგურის გამოყენებით. ქალაქის გენერალური გეგმაწამყვანი ქართველი და უცხოელი არქიტექტორების მიერ არიას შემქნილი.

კურორტი კოხტა-მიტარბი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების ოთხსეზონიანიკომპლექსია, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პირველ ეტაპზე კოხტა გორასთან სასტუმრო დასაცხოვრებელი აპარტამენტები აშენდა. სასტუმროს მიმართულებით, კომპანიის პარტნიორია ბრენდი „რუმსი“. კურორტიპირველი სტუმრების მიღებას ამ წლიდან შეძლებს.

პროექტი გამორჩეულია შემდეგი ფაქტორების გამო:

  • ოთხსეზონიანი დასვენების შესაძლებლობა
  • კოხტა გორასა და მიტარბის უნიკალური მწვანე ლანდშაფტი
  • ე.წ „სქი ინ სქი აუთ“ კონცეფცია, რაც გულისხმობს აპარტამენტების ინტეგრირებას სათხილამურო ტრასებთან.
  • გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანიებს „GEODE“  და „COMPAGNIE DES ALPES ეკუთვნით, მათ  მსოფლიოში ფრანგული ალპების განვითარების გეგმებზე უმუშავიათ.
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მშენებლობა და ხარისხი

2018 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს შავი ზღვის სანაპიროზე – კურორტს ბუკნარი. პროექტი შერეული ტიპისიქნება და გააერთიანებს სასტუმროებს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, რესტორნებს, კაფეებს და სხვადასხვა გასართობზონებს. კურორტი იქნება ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტის, რომელსაც იახტების სადგომი ექნება (Yacht Marine).

ამ ეტაპზე შემუშავებულია კურორტ ბუკნარის გენერალური გეგმა, რომელის პროექტიც მსოფლიოში ცნობილიარქიტექტურულ  ბიუროს WATG ეკუთვნის.  კომპანიას 70 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო მასშტაბისპროექტების კეთების კუთხით, მთელს მსოფლიოში.  ესენია: სასტუმროები ‘Four Seasons’ ამერიკის შეერთებულ შტატებში,არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მექსიკაში, მავრიკიაში; კურორტი – ‘ATLANTIS THE PALM’ არაბთა გაერთიანებულსაამიროებში,  ‘PALACE OF THE LOST CITY’ სამხრეთ აფრიკაში და სხვა.

Share