Home » ეკონომიკა » “ლირას და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ინვესტორები საქართველოში და დაიწყეს ლარის მასიური გაყიდვა”
"ლირას და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ინვესტორები საქართველოში და დაიწყეს ლარის მასიური გაყიდვა"

“ლირას და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ინვესტორები საქართველოში და დაიწყეს ლარის მასიური გაყიდვა”

გასული კვირა ეროვნული ვალუტისთვის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.

ლარმა ეტაპობრივად გაუფასურება ჯერ კიდევ 5 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი თავის მაქსიმალურ ნიშნულს სწორედ დღეს მიუახლოვდა.

დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 6 პუნქტით გაუფასურდა და ახლა 1 აშშ დოლარი 2.54 ლარი ღირს.

ლარის გაუფასურებაზე ძირითადი გავლენა საგარეო ეკონომიკურმა ფაქტორებმა: რუსული რუბლისა და თურქული ლირას გაუფასურებამ იქონია.

სწორედ ამ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი აკაკი ცომაიაც:

“აშშ-ს სანქციებმა და თურქეთის ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ შეაშინა ინვესტორები თურქეთში. დაიწყეს ლირის მასიური გაყიდვა.

აშშ-ს კანონპროექტმა სანქციების შესახებ რუსეთის სახელმწიფო ბანკების მიმართ შეაშინა ინვესტორები რუსეთში და დაიწყეს რუბლის მასიური გაყიდვა.

ლირის და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ინვესტორები საქართველოში და დაიწყეს ლარის მასიური გაყიდვა.

რა ვუთხარი მაისის ეკონომიკური ზრდით აღტყინებულ სებ-ს, აღჭურვილს პროგნოზირების ეკონომეტრიკული მოდელებით, რომ ამ ფონზე, არბილებს მონეტრალულ პოლიტიკას და ყიდულობს დოლარს”, – წერს ცომაია საკუთარ facebook გვერდზე.

Share