Home » ფინანსები » ,,ლიბერთი ბანკის” მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა
,,ლიბერთი ბანკის" მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა

,,ლიბერთი ბანკის” მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა

,,ლიბერთი ბანკის” წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოს 36 203 697 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.6 მილიონი ლარით მეტია გასული წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 34 537 504  მლნ ლარი იყო. გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 68 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 62 მილიონი იყო.

2017 წლის სექტემბრის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ,,ლიბერთი ბანკის” აქტივები 1.7 მილიარდი ლარიდან 1.8  მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 1 512 603 159 მლრდ ლარიდან 1 592 977 710 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი გაზარდილია – 208 მლნ ლარიდან 261 მლნ ლარამდე.

Share