Home » ბიზნესი » ,,ლიბერთი ბანკის” ბრენდ დესპანები, ახალი ტრენდი ქართულ ბიზნესში
,,ლიბერთი ბანკის" ბრენდ დესპანები, ახალი ტრენდი ქართულ ბიზნესში

,,ლიბერთი ბანკის” ბრენდ დესპანები, ახალი ტრენდი ქართულ ბიზნესში

ინტერვიუ ლადო გურგენიძესთან

ლიბერთი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში რომელიც აქტიურად ირჩევს საკუთარი ბრენდის დესპანებს, ამჟამად ბრენდს სამი დესპანი ყავს, ირაკლი ბოლქვაძე, ბექა გოჩიაშვილი და ნიკა ბასილაშვილი. მარკეტერი დაინტერესდა თუ რატომ იყენებს ბანკი ამ მიმართულებას და როგორ ხდება ბრენდის დესპანების შერჩევა, ჩვენ შეკითხვებს ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ უპასუხა

– ლიბერთი ბანკს ამ დროისთვის სამი ბრენდის დესპანი ყავს, მოცურავეირაკლი ბოლქვაძე, პიანისტი ბექა გოჩიაშვილი და ჩოგბურთელი ნიკაბასილაშვილი.. რა ნიშნით ხდება ბრენდის დესპანების შერჩევა?

– ჩვენი ბრენდის დესპანები არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობენ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულები და გამორჩეულები არიან. ინდივიდუალური სპორტი და ხელოვნების განსხვავებული დარგები მეტ რესურსს საჭიროებენ უკეთესი შედეგების და წარმატების მისაღწევად, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ასეთი ახალგაზრდები უნდა იყვნენ ლიბერთი ბანკის დესპანები და ჩვენც ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ამავდროულად სხვა დარგებსაც ვუყურებთ, და მუდმივად ვართ ახალი დესპანის ძიებაში.

– საქართველოში ეს მიმართულება ძალიან განუვითარებელია [ბრენდამბასადორების სპონსორობა] როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი დათქვენ ლიბერთი ბანკი რატომ ირჩევთ ამ მიმართულებას

– ჩვენთვის საამაყოა, რომ პირველებმა გამოვიჩინეთ ინიციატივა ამ მიმართულებით. ვერ გეტყვით სხვა კომპანიების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დაინტერესებული ვართ დესპანებს მეტი შესაძლებლობები მივცეთ და ნაკლებად ვართ დაკავებული ამ საკითხის პოპულარიზებით საიმიჯოდ გამოსაყენებლად, თუმცა, რა თქმა უნდა, ბრენდ ამბასადორები ლიბერთი ბანკის სახეს წარმოადგენენ. 1,5 მილიონი კლიენტი გვყავს, ვფიქრობთ, ამ ახალგაზრდების წარმატებები მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საინტერესოა.

– რას ნიშნავს უშუალოდ ამ ადამიანებისთვის ბრენდის დესპანობა? თუშეგიძლიათ გვითხრათ რა ვადით და დაახლოებით რა სახით/ვალდებულებებით ფორმდება ხელშეკრულება ამ ადამიანებთან? რა უნდაგააკეთონ მათ და რისი უფლება არ აქვთ?

– ლიბერთი ბანკის დესპანობა, არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულად შემზღუდველ ვალდებულებას. ოფიციალურად ურთიერთობას ერთ წლიანი ხელშეკრულებებით ვმართავთ, მაგრამ აქამდე არ გვქონია პრეცედენტი, რომ რომელიმე დესპანის მხარდაჭერა შეგვეწყვიტა. ჩვენ მათი გენერალური სპონსორი ვართ და ისინი ჩვენს სახეს წარმოადგენენ საზოგადოებაში, მოუთხრობენ მოსახლეობას თავიანთი წინსვლის შესახებ და მოიხმარენ ლიბერთი ბანკის პროდუქტებს.


 – როგორ ფიქრობთ თუაყვება ამ წამოწყებას სხვაქართული კომპანიები დაისინიც თუ გააქტიურდებიანამ მიმართულებით? რასურჩევდით მათ ? როდისააბრენდ დესპანი საჭირო?

– მოხარულები ვიქნებით, თუ სხვა კომპანიებიც გამოიჩენენ ინიციატივას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დაეხმარებიან მიაღწიონ დასახულ მიზნებს პროფესიულ ასპარეზზე. ვერ ვიტყვი რომ არის რაღაც აუცილებელი პირობა და მდგომარეობა, როცა დესპანის აყვანა საჭიროებას წარმოადგენს. ეს უბრალოდ კომპანიების კეთილი ნებაა შეცვალონ რეალობა უკეთესობისკენ.

– ამჟამად თუ არის ადამიანი, რომელთანაც აწარმოებთ მოლაპარაკებებს?და რომელი სფეროდანაა ის?

ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში ვართ, ახალი დესპანის აღმოსაჩენად. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებებს არავისთან ვაწარმოებთ ამ მიმართულებით, მაგრამ თვალს ვადევნებთ ქართველი ახალგაზრდების მიღწევებს სპორტში, ხელოვნებასა და არამარტო ამ სფეროებში.

marketer

 

[wpolling id=”5″ width=”” height=””]
Share