Home » საზოგადოება » ლიბერთი ბანკი ბარბარე პაპუნაშვილისთვის თანხის დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლიბერთი ბანკი ბარბარე პაპუნაშვილისთვის თანხის დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლიბერთი ბანკი ბარბარე პაპუნაშვილისთვის თანხის დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლიბერთი ბანკი ბარბარე პაპუნაშვილისთვის საქველმოქმედო მიზნით შეგროვებული თანხის დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მედიასაშუალებით გავრცელდა ცალმხრივი, მიკერძოებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ბარბარე პაპუნაშვილისთვის საქველმოქმედო მიზნით შეგროვებული თანხის დაბლოკვის შესახებ.

ლიბერთი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები, კერძოდ, სესხის თანხის ავტომატურად ჩამოჭრა, ხორციელდება პროგრამულად და ყველა ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კონკრეტული მომხმარებლის ინტერესს. ნებისმიერ შემოსულ განაცხადზე რეაგირება ხდება ოპერატიულად და მედიის ჩარევის გარეშე.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მომხმარებლის მიერ განაცხადი შემოვიდა 19 მარტს, სამუშაო დღის ბოლოს და რეაგირება განხორციელდა დღეს, 20 მარტს, სამუშაო დღის დაწყებისთანავე. ავტომატურად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების შესახებ მყისიერად ეცნობა მომხმარებელს.

მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია მომზადდა ნაჩქარევად, ამ ფაქტის ბანკთან გადამოწმების გარეშე და ვფიქრობთ, რომ ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ბანკის რეპუტაციის შელახვას”, – ნათქვამი განცხადებაში.

Share