Home » საზოგადოება » ლევან ვეფხვაძე – ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი
ლევან ვეფხვაძე - ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი

ლევან ვეფხვაძე – ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი

„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი“,- ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები. მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა არის უაღრესად კომპეტენტური ადამიანი, ორი დეპარტამენტი და მათი ხელმძღვანელები არიან ძალიან კომპეტენტურები, მაგრამ აქ საუბარია სულ 10-12 კაცზე, რომლებიც სამინისტროში რეალურად მუშაობენ ენერგეტიკის მიმართულებით. თუ ქალბატონი ნათია გავა ქვეყნიდან, პირობითად 1 კვირით, ძალიან დიდ პრობლემასთან გვექნება საქმე. დეპარტამენტებში ვნახე დაგროვებული განცხადებები, წერილები, რომლებიც ინვესტორებიდან შედის, ზოგი შეთავაზებით, ზოგი რაღაც საჩივრით, ფიზიკურად ვერ ასწრებენ ეს ადამიანები გადამუშავებას, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, რომ მთელი ენერგეტიკის სისტემა გვაქვს შესაცვლელი, არაგონივრული იყო“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე საქმის კურსში სტუმრობისას.

Share