Home » ბიზნესი » ლევან ვასაძის ცხოვრების წესი
ლევან ვასაძის ცხოვრების წესი

ლევან ვასაძის ცხოვრების წესი

ინტერვიუ ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან:

 – სპეციალობით  გეოფიზიკოსი ვარ. ასევე  კორპორატიული ფინანსების და მართვის სპეციალიტი.

– სამსახური ადვილად არ დამიწყია და პირველი სამსახური იყო  Sector Capital-ი.

 პირველი ხელფასი  სამყოფი იყო.

– ყველაზე კარგად  ვმუშაობ მაშინ, როდესაც კარგ ხალხთან ერთად ვარ.

 სამსახურში  მისვლის განსაზღვრული დრო არ მაქვს. ხან როგორ და ხან როგორ. თუმცა, პირველი რასაც ვაკეთებ სამსახურში მისული არის ის, რომ ვწმენდ მაგიდას.

ბიზნესში წასვლა ოჯახზე ზრუნვამ გადამაწყვეტინა. როცა დამიგროვდა საკმარისი გამოცდილება და საშუალება, გადავწყვიტე ეს საქმე დამეწყო.

ამჟამად  მაქვს  ბიზნესი  საინვესტიციო, საცალო რითეილი, მეღვინეობა-მევენეხეობის მიმართულებით. სამომავლოდ, ალბათ ახალ პროექტებსაც დავიწყებ.

– დამწყებ ბიზნესმენებს ვურჩევდი – წესიერებას და წარმატებისას სიმდაბლეს.

ყველაზე მეტად  უნამუსობის მეშინია.

ვერსადროს ვიმუშავებდი აზარტული თამაშების და მსგავსი სფეროების მიმართლებით.

ყველაზე მთავარი  ცხოვრებაში  ოჯახია.

ცხოვრებაში მინდოდა რაგბი მეთამაშა და ვერ ვითამაშე ბოლომდე.

მოგზაურობა  აღარ მიყვარს.

ჟურნალისტებთან ურთიერთობა  არ მიყვარს.

საყვარელი კერძი  ხან როგორ და ხან როგორ.

საყვარელი სპორტის სახეობა -რაგბი.

 საყვარელი გუნდი  – ბორჯღალოსანი.

bpi.ge

Share