Home » ეკონომიკა » ლევან სურგულაძე – საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა
ლევან სურგულაძე - საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა

ლევან სურგულაძე – საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა

საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა.

როგორც სურგულაძე აცხადებს, საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებულების რიცხვი 800-ით მეტია გასულების რაოდენობაზე.

„სქემაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი 800-ით მეტი წასულ ადამიანთა რიცხვზე. მაღალი მომართვიანობა გასვლაზე იყო აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდში, დღეს მომართვიანობა 15 ჯერ შემცირებულია.

იმ 860 000 ადამიანიდან, რომელიც 1 იანვრიდან ჩაერთვნენ საპენსიო სქემაში, მათი რაოდენობა ვისაც უკვე გაუჩნდა სქემის დატოვების უფლება, შეეძლო დატოვება და არ დატოვა ან მომავალში გაუჩნდება, ასეთი არის 325 000 ადამიანი.

860 000 ადამიანიდან 16.5%-მა, ანუ დაახლოებით 141 000-მა ადამიანმა დატოვა სქემა. აქედან 41 800 საჯარო მოხელეა,”-განაცხადა ლევან სურგულაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

Share